Share.

    3 Kommentare

    1. ცეცხლმა დაახლოებით 14 000 კვადრატული მეტრის ფართობი გაანადგურა.

      საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა სავარაუდოდ დაზარალდნენ მცირე მეწარმეები და ბაზრის თანამშრომლები.

      “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბაზრობებზე ხანძართა სერია დაიწყო, გადამწვარი ობიექტების ჩამონათვალი:

      🔥სავაჭრო ცენტრი ,,საბა“ – 2013/26/02

      🔥სენაკის ბაზრობა – 2014/25/08

      🔥ბოშათა ბაზრობა – 2014/16/09

      🔥ხოფას ბაზრობა – 2014/7/12

      🔥ელიავას ბაზრობა – 2014/27

      🔥ისნის ბაზრობა – 2015/21/01

      🔥ელიავას ბაზრობა – 2015/4/08

      🔥შავი ბაზრობა – 2016/2/08

      🔥ბავშვთა სამყარო – 2017/29/01

      🔥ელიავას ბაზრობა – 2017/2/06

      🔥ფოთის ბაზრობა – 2017/10/07

      🔥დეზერტირების ბაზრობა – 2017/17/07

      🔥ისნის ბაზრობა – 2017/19/08

      🔥ვარკეთილის ბაზრობა (2020 წლის ივნისი)

      🔥ავტონაწილების ბაზრობა, ისანი (2022 წლის 2 ივნისი)

      🔥ბორჯომის ბაზარობა – 2025/30/4

    2. სანამ აქციებზე ვყვირით „ცეცხლი ოლიგარქიას – სწორედ ოლიგარქია აგრძელებს მცირე მეწარმეებისა და მოვაჭრეების გაჩანაგებას.

      ოლიგარქია კიდევ უფრო მეტად ანადგურებს გაჭირვებულ ადამიანებს.

      ბაზრობებზე ხანძრები, როგორც წესი, ღამით ან გამთენიისას ჩნდება, რაც ეჭვებს აჩენს მათი შემთხვევითობის შესახებ.

      ხშირად, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროსისტემის გაუმართაობას ან დაუდევრობას ასახელებენ, თუმცა არაერთ შემთხვევაში დაზარალებულები ხანძრებს მიზანმიმართულ ქმედებებს უკავშირებდნენ.

      მაგალითად, ე.წ. ბოშების ბაზრობის შემთხვევაში, მოვაჭრეები ვარაუდობდნენ, რომ ადმინისტრაციას ტერიტორიის გაყიდვა სურდა და ხანძარი ამ ფაქტს უკავშირდებოდა .

      სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2018 წელს აღნიშნა, რომ მსგავსი ხანძრების გამომწვევი მიზეზების გამოძიება არ იყო გამჭვირვალე და საზოგადოებაში ბუნებრივად ჩნდებოდა კითხვები, ხომ არ იყო ეს განზრახ ქმედებები.

      მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ხანძარი ტექნიკურ გაუმართაობას ან დაუდევრობას მიეწერა, დაზარალებულთა უმეტესობა კომპენსაციის გარეშე დარჩა.

    3. Electrical_Jeweler20 on

      ახლა სად ვიყიდო ტანსაცმელი 😞

    Leave A Reply